Quantcast
Channel: GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

დეპრესია, გონებრივი ჩამორჩენილობა

$
0
0

გამარჯობათ.ჩემ დიშვილს 19 წლის ვაჟს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები.ხშირად აქვს დეპრესიის მწვავე ფორმა, არის ზედმეტად მგრძნობიარე, უძნელდება სოციალურ გარემოსთან ინტეგრაცია, არსად წასვლა, არავისთან კონტაქტი არ უნდა, სკოლაში ქონდა პრობლემები თანატოლებთან დაჩაგვრისა და ”აგდების” კუთხით.ხშირად აქვს უსაფუძვლო შისები, სუიციდური ფიქრები.ასეთ დროს ხშირად მიმართავს ეკლესიას, გამეები არ ძინავს, ლოცულობს და პირჯვარს იწერს ყოველ რამდენიმე წუთში ერთხელ.ასეთი შეტევების დროს გვერდით ყავს დედა (რომელიც ასევე მძიმე ფსიქ.მდგომარეობაშია შვილის ამგვარი მდგომ. გამო, თუმც მას არ აგრძნობინებს), ერთად ათენებენ ღამეებს.ასეთი შეტევები ძირითადად რამდენიმე დღე გრძელდება თუმცა მალმალე არ უმეორდება, შესაძლოა თვეები გავიდეს და შემდეგ ისევ დაემართოს.შეიძლება ძილის დარღვევაც იწვევდეს, რადგან ღამეებს ატარებს კომპიუტერთან.ერთი წლის წინ ყავდათ ფსიქოთერაპევთან, რომელმაც დაუსვა დიაგნოზი-ხუთი წლით გონება ჩამორჩენილობა.მშობლებს უთხრა არაფერი ეშველება, პირიქით, თანდათან გონება შეეზღუდებაო.ამან გამოიწვია დედამისის სრული უიმედობა და სასოწარკვეთა-სულ ტირის და ხშირად თავის მოკვლა მინდაო იძახის.სხვა ფსიქოთერაპევტმა უთხრა 25 წლამდე ექნება პრობლემები და მერე გამოსწორდებაო.დღესდღეობით დადის ხატწერაზე (ძალიან კარგად ხატავს) და ოდნავ ხალისი და უკეთესობა ეტყობა, რადგან არსად სიარული და არაფერი აინტერესებდა, მშობლებმა ბევრი რამ ცადეს, ხან ამა თუ იმ ხელობაზე მიიყვანე, ხან ინგლისურზე და ყველგან წასვლა ეზარებოდა და აცდენდა.საერთოდ ხშირად აქვს არაადექვათური ქცევები, ზოგჯერ ვინმეს ნერვებზე თამაშობს და მერე თვითონაც ტირის და იტანჯება-არ მინდა ასე ვიქცეოდეო.ამას მარტო დედასთან ამბობს, იმასთან იხსნება.დღე და ღამეს კომპიუტერთან ატარებს გარდა ხატწერაზე ყოფნის საათებისა.იმ ექიმმა უთხრა ნუ დაუშლით უფრო კარგია მაგის გონებისთვისო.მე როგორც ამა თუ იმ წყაროებიდან მომისმენია და გამიგია, კომპიუტერთან დღე და ღამ ჯდომა დეპრესიას უფრო ამწვავებს.შესაძლოა ამ კონკრეტულ შემთხვევაშI ასე ჯობია და ექიმმაც ასე გვირჩია? ან იქნებ ცდება? არავის ცოდნის შეფასებისა და განსჯის უფლება არ მაქვს, უბრალოდ ადამიანურად, ვფიქრობ, შესაძლოა ძალიან კარგი პროფესიონალიზმისა და ცოდნის მქონე ექიმსაც ზოგჯერ რაღაც გაეპაროს ან შეცდომა მოუვიდეს.ძალიან მადარდებს ჩემი დის და მისი შვილის მდგომარეობა.იქნებ რამე საშველი იყოს? ტუ ფიქრობთ რამის შეცვლა შეიძლება სასიკეთოთ იქნებ გვირჩიოთ რა გავაკეთოთ, თუ საჭიროა პირადად მოვიყვანოთ, ან თუ ოჯახში შეგვიძლია რამით დავეხმაროთ თქვენი კონსულტაციის შესაბამისად.გმადლობთ წინასწარ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>