მოგესალმებით, უღრმესი მადლობა რომ ყურადრება გამოიჩინეთ ჩემს მიმართ. IG – ის G ფორმაზე მაქვს ანალიზი ჩატარებული. არის თუ არა საჭირო ჰერპესვირუსზე და ციტომეგალოვირუსზე მკურნალობა? ექიმს მკურნალობა არ დაუნიშნია, მხოლოდ ვიტამინები დამინიშნა. ვიტანიმი -E, ფოლიუმის მჟავა, ასკორუტინი, ვალერიანის ტაბლეტები. 10 დღე ვიღებდი ვიტამინებს. ექიმმა ნაცხის ანალიზის აღება მთხოვა. ეს გამოკვლევა საჭიროა? რისი დადგენა შეიძლება ამ ანალიზით? ვეღარ ვენდობი იმის გამო რომ ძალიან დაიბნა მომწიფებული კვერცხუჯრედი რომ ვერ ნახა, თან ამბობს რომ ანალიზის პასუხები დამაკმაყოფილებელიაო. ძალიან ვნერვიულობ, გთხოვთ მიპასუხოთ არის თუ არა რთული ჩემი ანალიზებიდან გამომდინარე ანოვულაციის მკურნალობა? პროჯესტერონზე და ესტრადიოლზე ანალიზს ჩავაბარებ თქვენს მიერ მოწერილი მითითებებით და შედეგს აუცილებლად გაგაცნობთ. წონაში მოვიმატე და ალბათ ესეც კავშირშია ჩემს პრობლემასთან. მ/ც -ის მოსვლამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე მკერდი ძალიან მტკივა ძალიან მგრძნობიარე ხდება, ამ დროს წელიც მტკივა და უსიამოვნო შეგრძნება მაქვს საკვერცხეებზე. ეხოსკოპია გავიკეთე და არც კისტა მაგვს და არც ანთება.
↧