გამარჯობა,
ჩემი პატარა არის 7 თვის და განავალი ყოველთვის მწვანე ფერის აქვს. ვერ ვიტყვი რომ გადაუმუშავებელია, მაგრამ ხშირად არის ხოლმე ერთმანეთში არეული სხვადასხვა ფერის მასები. გადის დღეში ერთხელ ყოველ დღე. ვაძლევ ბელაქტის იმუნის 2, ბოსტენულის ფაფებს, ნესტლეს გრეჩიხის და გარგრის ჩირის ფაფას, ბანანს, ხაჭოს, კვერცხს მოხარშულს. მოკლედ ყველფერს რაც ამ ეტაპზე ეჭმევა. მარტო ხელოვნურ კვებაზე რომ იყო მაშინაც მწვანეზე გადიოდა. ორ პედიარტს ვკითხე და ერთმა არაფერიაო, მეორემ არ უნდა იყოს მწვანეო და ბელაქტი მოუგვარებსო. მაინტერესბს შეიძლება ეს რამე კავშირში იყოს ბიფიდობაქტერიებთან? და განავლის ანალიზი რომ გავუკეთო მიზეზი გამოჩნდება ანალიზში? თუ არა მაშინ როგორ გავიგო რატომ გადის ასე? დიდი მადლობა.
↧
ბავშვის განავალი
↧