ძალიან გთხოვთ, გულწრფელად მითხრათ, შესაძლებელია თუ არა, დეპრესიის დამარცხება სხვისი დახმარების გარეშე? ძალიან ცუდად ვარ, ენერგიისგან დაცლილი და უპერსპექტივობის განცდით სავსე. თავი ყველაზე დიდი არარაობა მგონია ამ ქვეყანაზე. გოლგბერგის ტესტში 59 ქულა ამომიგდო, მწვავე დეპრესია გაქვსო. ფსიქოლოგთან სიარულის თავი არ მაქვს. რომ წარმოვიდგენ რომ ეს ჯოჯოხეთი, რაც თავში მაქვს, სხვას უნდა გადავუშალო წინ, საერთოდ ცუდად ვხდები და არც მჯერა რომ მიშველის. საერთოდ სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ვერავინ გამიგებს. უბრალოდ იქნებ მითხრათ, საიდან დავიწყო, რა ტიპიური გზა არსებობს დეპრესიის დასამარცხებლად.
↧