ბავშვობიდან ვიტანჯები ფსიქიური აშლილობით. თუმცა, იმის გამო, რომ ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, პირველად ჩემი პრობლემების შესახებ, მშობლებმა მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა 19 წლის ასაკში, პირველად მოვხვდი ფსიქიატრთან. მას შემდეგ მქონდა დეპრესიული და ეიქორიული ფაზების მონაცვლეობა და ორივე შემთხვევაში, ვიყავი კონფლიკტური და არაადეკვატური. ეხლა ვარ 43 წლის,ისევ ფსიქიატრის მეთვალყურების ქვეშ, თუმცა კარგდ ვიცი, რომ ჩემი დაავადება ხასიათობრივია და აქედან გამომდინარე განუკურნებელიც. ვარ აბსოლუტურად ჩაკეტილი, რადგან მაწუხებს ჯერ ერთი არასრულფასოვნების ძლიერი კომპლექსი და მეორეც სირცხვლის განცდა, რადგან ბოლო ეიფორიის დროს ძალიან დიდი შეცდომები დავუშვი ურთიერთობებში. ჩემი დაავდების გამო, ვერ მოვახერხე რეალიზება ვერცერთ ასპექტში და ეს ძალიან მაწუხებს. მაქვს სუიციდალური აზრები. მქონდა არაერთი მცდელობა, მაგრამ როგორც ჩანს სიკვდილი არ მიწერია. ასე სიცოცხლეც მართალი გითხრათ არ შემიძლია. იქნებ მირჩიოთ რამე, რასაც ჩავეჭიდები
↧