მქონდა 2 მოშლა რის შემდეგაც გამიჩნდა ფიბროზულ კისტოზური მასოპატია რადგან ჩაგროვილი ხსენი არ გაიწოვა ბოლომდე. მამოლოგმა დამინიშნა მაშინ მასტოდინონი და პროჟესტოგელი, გელის წასმა მოვასწარი ბოლომდე მაგრამ მასტოდინონი ვერარ გავაგრძელე რადგან კვლავ ორსულად აღმოვჩნდი. მაშინ მითხრა მამოლოგმა წელიწად ნახევარი აწოვე ბავშვს ძუძუ და მერე მოდი ჩემთანო მარა სულ 2 თვე ვაწოვე ბავშვს რადგან დამატება მივეცი და მერე აღარ ჩაიდო ძუძუ საერთოდ, არადა რძე მაქ და გამოწველა ხელით მიჭირს. პრობლემები მექნება წელიწად ნახევარი რო არ ვაწოვე? ან ეხლა რა ვქნა რძე რო მაქ და ბავშვი არ ჭამს ძუძუს? მირჩიეთ რამე? მეშინია ამ მასტოპატიის ძალიან. ვარ 23 წლის
↧