გამარჯობა. ჩემს 3 წლის და 5 თვის შვილს პერიოდულად ეწყება ენის ბორძიკი..ლაპარაკი თავის დროზე დაიწყო, 9-10 თვიდან ამბობდა სიტყვებს, შემდეგ წინადადებებს..მაგრამ, პერიოდულად, ძირითადად გაზაფხულზე და შემოდგომით, გარკვეული დროით ეწყება ენის ბორძიკი , დაახლოებით ერთ თვეს გასტან ხოლმე ეს პრობლემა და მერე ყველაფერი გვარდება. მყავდა ბავშთვთა ნერვპოთალოგთან, რომელმაც მითხრა, ყველაფერი ნორმაშია, ეს შეძლება იქიდან იყოს გამოწვეული, რომ სწრფად უნდა ჩამამოაყალიბოს აზრი, მაგრამ ვერ ახერხებსო…. მართლაც, გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი გამართულად საუბრობდა… თუმცა, ახლა ისევ დავდექით ამ პრობლემის წინაშე და რა გავაკეთო არ ვიცი… იქნებ დამეხმაროთ
↧