Quantcast
Channel: GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

ახალშობილის კვება

$
0
0

გამარჯობათ თემური ექიმო, მყავს 2 თვის ბავშვი, დაიბადა 4100 და საშობიაროში დაიკლო 400 გრამი, რადგან არ არძლევდნენ დამატებას იმ მიზეზით, რომ მერე დედის რძეს აღარ შეჭამდა. სამშობიაროდან გამოყვანისთანავე დავაწყებინე ნუტრილაკ 1 და პარალელურად ვაჭმევდი ჩემ რძეს. პირველი თვე ცუდი მატება ქონდა. ძალიან შეკრული იყო კუჭში და ძლივს გადიოდა დღეში ერთხელ დიდი წვალების შემდეგ. ერთხელ გამოვიყენე მიკრო ოყნა, რის შემდეგაც განავალ გააყოლა სისხლი და ლორწო. ძალიან შემეშინდა და მივიყვანე პედიატრთან, რომელმაც დაასკვნა, რომ რადგან განავალს სისხლი გაყვა ბავშვს ქონდა ძროხის რძეზე ალერგია და დაუნიშნა ანტიალერგიული ფრისო პეპი აცე, ულტრაბიოტიკი და ნორმოკიდი. უკვე სამი კვირაა ამ საჭმელს ჭამს, ჩემ რძეს საერთოდ აღარ ვაჭმევ. 3 საათიანი შუალედით ჭამს 100-110 გრამს ფრისო პეპს. კუჭის მოქმედება შედარებით მოუწესრიგდა, მაგრამ კუჭში გასვლის დროს ძალაინ იჭინთება, წითლდება, ხელფეხს იქნევს და მოკლედ მაინც უჭირს გასვლა, წონაშიც ნორმალურად იმატებს. რამდენიმე დღეში 2 თვის ხდება და ეხლა არის 5100-კგ. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ალერგია არაფერ შუაშია და სისხლი მიკრო ოყნის გამო გააყოლა განავალს. (სისხლი იყო მოყავისფრო ფერის). პედიარს რომ დავურეკე ხომ არ შევუცვალო ანტიალერგიული საჭმელითქო, მითხრა თუ კარგი კუჭის მოქმედება აქვს არ შეუცვალო და ჭამოს 3 თვემდეო, არადა მეშინია ორგანიზმი არ მიეჩვისო ანტიალერგიულ საჭმელს და მერე მართლა შეიძლება არ მიიღოს ძროხის რძის პროდუქტი. ძალიან დაბნეული ვარ. არ ვიცი რა ვქნა. იქნებ მირჩიოთ რამე. ამდენი ხანი ანტიალერგიული საკვების მიღება საშიში ხომ არ იქნება. დიდი ბოდიში ვრცელი კითხვისთვი. მოუთმენლად ველოდები თქვენ პასუხს.


Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>