გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, 3 წელია გათხოვილი ვარ, მე და ჩემ მეუღლეს ძალიან იშვიათი სქესობრივი კავშირი გვაქვს, რადგან თითქოს მას ინტერესი არააქვს, ქორწინების პირველ ხანებშიც არ აქტიურობდა მაინცდამაინც,არც ერექციის პრობლემა არ ააქვს.უფრო ლტოლვა აქვს დაქვეითებული როგორც მე ვფიქრობ. თანაც არეული რეჟიმით ცხოვრობს 2წელია,ღამეს ხშირად ათენებს და დაღლილი მოდის მაგრამ არც ცხოვრების სტილის შეცვლა უნდა და არც ჩემი უარყოფითი რეაქცია არ აღელვებს, რაზეც ბოლოს ხშირად ვსაყვედურობ კიდეც, როცა ლაპარაკით ვერ ვაგებინებ. ის არც კი მიხსნის რატო იქცევა ასე მხოლოდ დაღლილობას იმიზეზებს მაგარმ როდემდე?. მე კი დავიღალე ხვეწნით რომ ცოტა ალერსიანი იყოს ,სულ უარს ამბობს სექსზე და მეც თავს დამცირებულად და დათრგუნულად ვგრძნობ, სულ მეტირება და მოთხოვნილებაც მაქვს, როგორც ჯანმრთელ ადამიანს. მე შეგნებულად არ მივმართავ ხელოვნური გზით მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და ამიტომ ვერასოდეს ვინმუხტები,(თუმცა როცა გვქონია სესი არც მაშინ ვიგებ ორგაზმს)..მაგრამ მე უფრო ქმრის სიცივე მაღელვებს.
ნუთუ მას როგორც კაცს არ უნდა ქონდეს სურვილი ხათრით მაინც როცა მეუღლე სურს გააგებინოს რომ მას ჭირდება იგი?. რა აზრს გამოიტანდით ჩემი ნაამბობიდან, გთხოვთ მირჩიეთ ასეთ დროს რა გავაკეთო, დიდი მადლობა წინასწარ.
↧
ქმრის პასიურობა
↧