16 იანვარს ავწიე სიმძიმე(წყალში დასველებული ჯემპრი), მუცლის არეში დაიძაბა რაღაც და ხელი გავუშვი. რამდენიმე წუთის მერე ვიგრძენი ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა არეში. მეორე დღეს საღამოს და მესამე დილას გავიკეთე ტესტი, რომელმაც აჩვენა ორსულობა. ექიმთან ვერ წავედი უსახსრობის გამო. ერთი თვის მანძილზე მქონდა სისხლიანი გამონადენი ხან ცოტა, ხან ჭარბი რაოდენობით. არანაირი “კოლტები” და რაიმეამდაგვარი არ გამოსულა. ორჯერ მქონდა ძალიან ძლიერი ტკივილები. ახლა არაფერი მაწუხებს, სისხლდენაც და ტკივილებიც შეწყდა. გთხოვთ გამარკვიოთ, რას შეეძლო ეს გამოეწვია – ორსულობას, თუ ეს იყო, თუ რაიმე სხვას?
↧