დაახლოებით ორი თვის წინ ღამით, როდესაც სამსახურში (რედაქციაში) ვმუშაობდი დამეწყო საშინელი შეგრძნება ყელში, თითქოსდა რაღაც მქონდა,(ვჭამე მხოლოდ თხილიანი კანფეტი) იმღამესვე წავედი მანქანით ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკაში სადაც ჩამხედეს და მხოლოდ სავლებები გამომიწერეს… გავიდა დაახლოებით ათი დღე და კვლავ დამეწყო ყელში უცხო სხეულის გასაგიჟებელი შეგრძნება, მივაკითხე კურაციოში ფსიქოლოგს, ქ-ნმა ნანიმ გამსინჯა და ნერვოზი გამორიცხა… და დამამშვიდებელი აბები გამომიწერა… მაგრამ იძულებული გავხდი კვლავ მიმემართა ლარინგოლოგისთვის და აღმოჩნდა ოდნავ პრობლემა გლანდების, ანუ მარცხენა ხუშურა ჯირკვალი ჩირქიანი, შესაბამისად 9 იანვარს გავიკეთე ოპერაცია, დიდი სიხარულით… ოპერაციიდან 14 დღე მხოლოდ ყრუ ტკივილს ვგრძნობდი და მეტს არაფერს, არანაირ უცხო სხეულს და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო, ახლა კი თითქოს საყლაპავი მილითან ქონივით მაქვს რაღაცმ არადა ნაოპერაციევი კვალი გავლილია, რა მოვიმოქმედო აღარ ვიცი, მირჩიეს ახლა მეგობრებმა გლიცინის მიღება… რა წამლებს ვიყენებდი: იოდინოლს სავლებად, პიოფაგს ჩასაწვეთებლად, სპრეის ბევრნაირს, დორიტრიცინს, დეკატელინს… ბაობაბიც კი ვიყიდე 2 კოლოფი…
მირჩიეთ გთხოვთ!!!