Quantcast
Channel: GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

წითელი ფერის განავალი

$
0
0

მოგესალმებით
ცოტა ხნის წინ მქონდა დეფეკაცია. განავლობანი მასის პირველი ულუფა და მეორე ულუფა ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ სტრუქტურითაც და კონსისტენციითაც, ასევე ფერით. ზოგადად დეფეკაცია მაქვს ან ყოველდღე, ან 2 ან 3 დღეში ერთხელ, ანუ ნორმალური. თუ ყოველდღე მაქვს განავლობანი მასა არის ერთგვაროვანი, ხოლო 2-3 დღეეში თუ არის, განსხვავდება და იცვლის ფერსაც და კონსისტენციასაც-თუ არ ვცდები მიღებული საკვების ტიპზე და ფერზეც არის დამოკიდებული. ზუსტად მესამე დღე იყო დღესაც. თუმცა განავლის მეორე ულუფა ფერით ძალიან განსვავდებოდა მეორისგან და იყო ყავისფერი, ცოტა ხანში ამ განავლოვანმა მასამ მის გარშემო არსებული წყალი წითლად შეღება და ვხედავდი, როგორ გამოდიოდა მასიდან წითელი ფერი ზოლებად. (პირველი ულუფა ჩვეულებრივი).
გუშინ ვჭამე დაახლოებით 200 გრამი ჭარხლის სალათი ერთ ჭამაზე, ჭარხლის სალათის მიღება რამდენიმე საათში იწვევს ჩემი შარდის გამუქებას, თუ აღარ შევჭამ, შარდის ფერიც ნორმალიზდება. მაინტერესებს, არის შესაძლებელი განავლოვან მასაზეც ემოქმედა ჭარხლის ფერს? თუ ნაწლავებიდან სისხლდენად ჩავთვალი? რატომ იყო მხოლოდ მეორე ულუფა წითელი პიგმენტის შემცველი?
ზოგადად, საჭმლის მომნელებენ სისტემას ვაქცევ საკმარის ყურადღებას. დილაობით მსუბუქად ვვარჯიშობ, აქტიურ ცხოვრების წესს ვეწევი, დილით უზმოზე ვჭამ 1 ვაშლს და 1 ჭიქა წყალს, დაწოლამდე 1 ჭიქა წყალს ასევე, უკვე ჩვევადაც მექცა. ასე რომ, ჩემგან შორსაა გასტრიტები და გულძმარვები. არასდროს ვეწეოდი სიგარეტს, არ ვსვამ სასმელს, არ ვეკარები გაზიან ნებისმიერ სასმელს და ვიკვებები წვნიანი საკვებით და სალათეულით. ვიღებ საკმარისი რაოდენობით სითხეს.
ალბათ მიხვდით რომ ნევროზი მაქვს, მაგრამ მართლა მაინტერესებს თქვენი პასუხი.


Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>