Quantcast
Channel: GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

აუტიზმი

$
0
0

გამარჯობათ.მყავს ოთხი წლის გოგონა, ზედმეტად მგრძნობიარეა, მორცხვი,ადამიანები უყვარს ძალიან, მაგრამ ხშირად ეშინია კიდეც მათი.ვინმეზე იტყვის დაბღვერილიაო, ვინმეზე ბოროტი სახე აქვსო, ბიძამისმა დიდი ხნის მოშვებული წვერი მოიპარსა და ორი თვეა უკვე სულ დაძაბულია, რომ არ დაინახოს, სახე რომ შეეცვალა ეშინია.ჩემზეც განიცდის თუ თავზე დავიფარე ან თმა შევიკარი მთხოვს სახეს ნუ შეიცვლიო, თუმცა ჩემს შემთხვევაში ისე ძალიან არ ეშინია რომ ისტერიკაში ჩავარდეს.ხშირად ეშინია ცხოველების თუ სურათებზე ან მულტიკებში დაჭყეტილი თვალები ან დიდი კბილები აქვთ.ვინმე რომ მოდის ოჯახში სტუმრად ტირილი მინდებაო მეუბნება, თუმცა ესაუბრება სტუმრებს, რაგაცეებს უყვება, ზოგჯერ კონცერტებსაც უტარებს და ეს იმ შემთხვევაში თუ არ შეეშინდა იმ ადამიანის.რვა თვიდან დაიწყო სიტყვების წარმოთქმა, გამართულად ამბობდა ზოგ სიტყვებს, ზოგს ამახინჯებდა დიდი ხანი მეორე პირში საუბრობდა.გინდას ამბობდა როცა რამე უნდოდა, წაგიკითხო-წამიკითხე და ა. შ.გონებრივად ძალიან კარგად ვითარდება-წლინახევრისამ ანბანი ისწავლა, წლის და რვა-ცხრა თვისამ სულ იცოდა დედაენა, მოთხრობებს ყვებოდა დედაენიდან, სურათების აღწერაც იცოდა, ასევე ბევრი ლექსები.უყვარს ზღაპრები, წიგნების კითხვა, ადვილად გამოაქვს აზრი წაკითხულიდან.თავისუფლად მპასუხობს რა მოეწონა ან რა არა.გარშემომყოფები ვთვლით რომ ჭკვიანი და ნიჭიერია.მე მაწუხებს ადამიანებთან ურთიერთობის კომპლექსები და შიშები რომ აქვს, მეშინია აუტიზმის არსებობის,თითქოს ჩაკეტილია, მაგრამ ზოგჯერ თუ რამეს მაშინვე არ იტყვის, გარკვეული დროის შემდეგ მაინც მეუბნება რამ შეაწუხა ან რას ფიქრობდა, ან რისი შეეშინდა, თუ ქვია ამას ჩაკეტილობა.შეიძლება უსაფუძვლოდ ვნერვიულობ აუტიზმზე.თუმც ეს კომპლექსები და შიშები გარკვეული და არცთუ პატარა პრობლემაა, რადგან ბავშვი ამით იტანჯება, მაგრამ ვიცი აუტიზმი გაცილებით საშიშია.როგორც ვიცი აუტიზმის მქონე ბავშვები გონებრივად კარგად ვერ ვითარდებიან, საუბრობენ მესამე პირში (ჩემი მეორე პირში საუბრობდა და არა მესამეში) და იმედს ვიტოვებ არ იქნება აუტიზმი.ტირილი იცის კივილით და ყველას გული უსკდება ტირილს რომ დაიწყებს ხოლმე.მარტოობა არ უყვარს.არ უნდა მარტო თამაში, მაგრამ სულ ჩემთან უნდა, არსად მიშვებს.მე ვFიქრომ შიშების გამო არ მიშვებს, რადგან ყველაზე მეტად ალბათ ჩემი იმედი აქვს, რომ დავიცავ.მეუღლესთან ხშირად კონფლიქტი მომდის ამ საკითხზე.მეუბნება ბავშვი შენი გავლენის ქვეშაა და შენი ბრალია ასე რომააო.მეუბნება ბავშვი დავტოვო ცოტა ხნით თუნდაც ტიროდეს და წავიდე როცა სადმე არ მიშვებს.მე ვიცი რომ იტირებს, რამდენიმე დღე გაყვება ის ნერვიულობა და უფრო უარესად გაუმწვავდება ხოლმე ყველაფერი,არ მინდა ასე მოვექცე, თუმცა ხშირად ვსაყვედურობ, ხან კი მშვიდად ვუხსნი რომ ასე არ შეიძლება, მერე როცა მიხვდება რომ დიდი პრობლემები მექმნება რომ არსად მიშვებს ისევ ნერვიულობას და ტირილს იწყებს და დამშვიდებას ძლივს ვახერხებ. დამშვივიდებელი აქამდე არასოდეს მიმიცია.ერთი კვირაა ვაძლევ ვალომენთს ექიმის კონსულტაციის გარეშე.დიდი შედეგი ვერ შევატყვე, ოდნავ კი დამშვიდდა.ღამით მოუსვენრად ძინავს, ბორგავს ძალიან, ხან ხვრინავს, ხან რამდენიმე დღე ზედიზედ იღვიძებს თითქმის ერთსა და იმავე Dროს 4-5 საათზე და საშუალოდ ერთი საათი ღვიძავს, თუმც ამ დროს არ ტირის, მთხოვს რომ ხელი მოვკიდო და ასე იძინებს ხოლმე.თამაში და სათამაშოები უყვარს უზომოდ, ძალინ უჭირს თამაშIდან გამოსვლა და გადართვა სხვა რამეზე.ვცდილობ წინასწარ შევამზადო ხოლმე ამისთვის და ვეუბნები-ცოტა ხანში უნდა დაგბანო, ან უნდა გაჭამო , ან უნდა დაგაძინო, მაგრამ მაინც უძნელდება თავის დანებება.ფიქრობთ თუ არა რომ შესაძლოა აუტიზმს ქონდეს ადგილი, გავუგრძელო თუ არა ვალომეNთი? დღე შემიძლია მივცე ან გამეორება რა პერიოდის შემდეგ შეიძლება?ორი წლის წინ ჰქონდა დისბაქტერიოიზი კუჭში შეკრულობით გამოხატული და დღემდე მკურნალობისა და დიეტის ქვეშ მყავდა. ორი თვეა რაც საგრძნობლად შეუმცირდა მუცლის ტკივილები, თუმცა გარკვეულ დიეტაზე ახლაც მყავს.ალბათ ესეც დიდ უარყოფით გავლენას მოახდენდა მის ნერვულ სისტემაზე. თუ ფსიქოლოგის კონსულტაციაც მჭირდება, გთხოვთ გადამისამართებას ბატონ დავითთან.დიდი მადლობა წინასწარ, გაიხარეთ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>