გამარჯობათ, მყავს 2წლის და 3თვის ბიჭი, ჯერ არ ლაპარაკობს, უფროსწორად ყველა სიტყვას ამბობს მაგრამ წინადადებებს ვერა. დილით რომ გაიღვიძებს მაშინვე კარებს აღებს, გარეთ გასვლა უნდა, მთელი დღე რომ ატარო არ დაიღლება, ბებომ მიაჩვია სეირნობას და სახლში ზოგჯერ კივილით შემოგვყავს ხოლმე, უყვარს მანქანით სიარული, მის გარეშე რომ ვინმე გადის სახლიდან ტირილს იწყებს და დიდი ხანი სჭირდება დასამშვიდებლად. ჭამს გართობით, დაბადებიდან, მულტფილმს თუარ უყურებს პირს არ აღებს. უყვარს რამეს რომ დაავალებ, ეს მომიტანე, ის წაიღე და ასე შემდეგ. არის ჯიუტი და თუ რაიმეზე გაბრაზდა ყველაფერს ძირს ყრის, ზოგჯერ ძირს წვება, ხელებს იქნევს და შეიძლება რამე გესროლოს. ლამის კედლებზე აცოცდეს, ფანჯარაზე ჯდება, თავის საწოლზე ძვრება და რამეს რომ იტკენს შეუძლია მთელი დღე იტიროს. მთლიანობაში რომ ვაკვირდები ძალიან ჭკვიანია, მარტო როცა ვართ სახლში მიჯერებს და კარგად იქცევა მაგრამ როგორც კი რაიმე არ მოეწონება ისეთ რაღაცეებს აკეთებს ვერ ვაჩერებ. ვერც მოფერებით ვშველი და ვერც დატუქსვით. ნერვოპატოლოგთან სამჯერ მყავდა რაც დაიბადა, ბოლოს მითხრა აგარ მოიყვანო ეს ბავშვი, რას ერჩით, ძალიან კარგი ბიჭიაო. ერთ თვეში მეორეს ველოდები და მეშინია ეჭვიანობა არ დაიწყოს( ისე კი მუცელზე ხელს მადებს, ბააო ამბობს და მეფერება). რა შეიძლება რომ გავაკეთო, ან ვის მივმართო, მივცე თუ არა რაიმე დამამშვიდებელი?
↧