Quantcast
Channel: GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

კისრის სპონდილოზი

$
0
0

გადავიღე მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და ჩატარებულ იქნა ხერხემლის და ზურგის ტვინის მრ.კვლევა კისრის მალების დონეზე აქსიალური,საგიტალური ჭრილებით იმპულსური მიმდევრობით.მიღებულ ტომოგრამებზე ხერხემლის კისრის მიდამო დეფორმაციის გარეშე.კისრის მალების სხეულები მკაფიო კონტურებით ჰომოგენური სტრუქტურით ისახება.ჩამკეტი ფირფიტები დეფორმაციის გარეშეა .კისრის მე-5 მე-6 დისკი ექსტენზიურია დორზალურად მედიალურად 1-2 მმ ჰიპერინტენსიური სტრუქტურით.უკანა გასწვრივი და ყვითელი იოგი გასქელებულია.დურალური პარკის კომპრესია არ არის.ნევრალური არხები თავისუფალია.
ზურგის ტვვინის კისრის სეგმენტები ჰომოგენური სტრუქტურის სწორი კონტურებითაა.
პერივერტებრული რბილი ქსოვილი ხილული პატოლოგიის გარეშე.
არსებული მრ.კვლევით ვლინდება კისრის სპონდილოზი.კისრის მე-5-6 დისკის დორზალური პროტრუზია.ლიგამენტოზი.

გთხოვთ მირჩიოთ რა ზომები უნდა მივიღო ამ დასკვნის საუძველზე.წინასწარ გიხდით მადლობას.


Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>