-გამარჯობათ, ვარ 28 წლის 2 წლის განმავლობაში მესამედ მომივიდა ასეთი რამ: მეწყება მარჯვენა ფეხის ცერა თითის ყრუ ტკივილი და 1 ან 2 დღის შემდეგ მისივდება მთლიანად ტერფი ახასიათებს მოწითალო ფერი,თითის გამოძრავებაზე ან რაიმეს შეხებაზე მაქვს აუტანელი ტკივილი სიარულზე და ფეხის დადგმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მივედი ინფექციურში და დამინიშნეს წითელ ქარზე მკურნალობა დღეში სამჯერ ამპიციდი ნემსი,პრედნიზოლინი, ასპარკამი, ლაციდოფილი 5დღის განმავლობაში და შემდეგ მითხრეს არ მახსოვს რაღაც ნემსი თვეში ერთხელ ერთი წლის განმავლობაში.მაინტერესებს ახასიათებს თუ არა ასეთი სიმპტომი წითელ ქარს?.ან შეიძლება თუ არა ეს იყოს პოდაგრა? ან რაიმე სხვა?.ან ეს პრეპარატები პოდაგრის ან სხვა რამის არსებობის შემთხვევაში უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს?პრეპარატების მიღება დაწყებული მაქვს მესამე დღეა უკვე. წინასწარ დიდი მადლობა. PS ვარ ლუდის ძლიერ მოყვარული მინიმუმ დღეში 2 ლიტრს ვსვავ. არ მაწუხებს წონა ვარ 73კგ.და არც გენეტიკაში არ ქონიათ ზემოდ აღნიშნული დაავადებები
↧