მყავს ბიჭი,ნოემბერში ხდება 6 წლის, წელს მივიდა სკოლაში,ჯერ-ჯერობით სკოლაში პრობლემები არ გვაქვს, ამ ზაფხულს შევამჩნიე სახეს რაღაცეებს უშვრება, მაგალითად თავიდან თვალებს ფართოდ ახელდა ( აჭყეტავდა) რამდენიმე წამი,შემდეგ ისევ ჩვეულებრივ იყო, გავიდოდა 5 წუთი ისევ ისე აკეთებდა,მერე მაგასთან ერთად დაიწყო ცხვირის შეჭმუხვა და ეს გრზელდება დღემდე ვუშლი არ გააკეთო თქო,მაგრამ თავისდაუნებურად ისევ აკეთებს და ეს ერთი კვირა იქნება რომ ამ ყველაფერს დაემატა სახის დაჭიმვა რაღაც უცნაური,სიტყვებით ვერ აღვწერ, ისეთი დაჭიმვა რომ კისრის ძარღვების ეჭიმება… და ამას აკეთებს ძალიან ხშირად, რომ ვუშლი მეუბნება თავისით მეკეთებაო, დღეს მეცადინეობის დროს ჩემს პირდაპირ იჯდა მოიცა ერთ წუთსო მითხრა მიიხედა იქით და კიდევ გააკეთა ეგ რაღაც, ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ სპეციალურად გააკეთა და არა უნებურად,საერთოს ძალიან ცელქია,მოძრავი,ენერგივული, ფიზიკურად ძალიან აქტიურია … ვერ ვიტყვი რომ ყველაფერს მიჯერებს ერთ თქმაზე მაგრამ მეორედ თუ არა მესამედ რომ რამეს მკაცრად ვერყვი ვაკეთებინებ იმას რასაც ვეუბნები,ცემითაც მიცემია, მაგრამ ამას არ აქვს სისტემატიური ხასიეთი,კუთხეშიც მდგარა და ვიდრე მე არ გამომიშვია თავისით არ გამოსულა, ამ ყველაფერს იმიტომ გწერთ რომ ზოგადად ინფორმაცია მოგაწოდოთ ბავშვზე. ვერ გავიგე რასთან მაქვს საქმე მავნე ჩვევასთან თუ რამე ნერვებთან არის კავშირში?
↧