მოგესალმებით. მაქვს ერთი პრობლემა, რომელიც ძალიან მაწუხებს… ლოყების არეში სახის კანი ვარდისფერია, რაც ძალიან არ მომწონს. არავითარი დაავადება არ მაქვს, უბრალოდ გენებში მაქვს ლოყების სიწითლე, ძალიან მაკომპლექსებს და არ ვიცი ეს პრობლემა როგორ გადავჭრა. ტონალურს და მსგავს რაღაცებს კი ვხმარობ და შედეგიც მაქვს, მაგრამ მინდა, რომ სამუდამოდ მოვიშორო და აღარ დამჭირდეს არაფრის წასმა. იმდენად ჯანმრთელი კანი მაქვს, რომ არასოდეს არ მაქვს ე.წ გამონაყარი, პრიშიკები, რომლებიც სხვებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ჩემთვის ლოყების სიწითლეა პრობლემა. ძალიან გთხოვთ მირჩიოთ რაიმე კარგი საშუალება, რითაც ლოყების სიწითლეს მოვიშორებ :)
↧
“ვარდისფრად შეფაკლული ლოყები”
↧