Quantcast
Channel: GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

3წლის ბავშვის ქცევა და მეტყველება

$
0
0

ამარჯობათ!
თქვენი რჩევის იმედი მაქვს…
მყავს 3 წლის და 3 თვის გოგონა,არის ძალიან აქტიური(ჰიპერაქტიური),ხშირად აგრესიულიც, თუ რაიმე სურს გამოხატავს ყვირილით, კივილით, ყოველთვის სურს მისი სურვილის შესრულება. არ ესმის (ანუ არ უნდა გაიგოს), რომ არ შეიძლება რაიმეზე ხელის ხლება, ერთი სიტყვით რაიმე აკრძალვაზე აგრესიულად რეაგირებს.მინდა ისიც გითხრათ, რომ თუ რაიმეს აშავებს მოდის და მიგანიშნებს(მაგალითად, პირზე ხელს მიიდებს და ჩურჩულით გეუბნება;”თეთააა”).საერტოდ მინიშნებები აქვს ყველაფერზე თუ რაიმე სურს თითით გვიჩვენებს.არის ზალიან კონტაქტური, თამაშობს ბავშვებტან და ოჯახის წევრებთან.
ყველაზე დასაფიქრებლად კი მიმაჩნია ის, რომ სულ 20მდე სიტყვას ამბობს,ისიც დამახინჯებით (მშობლების და დის სახელს, ბურთი, ძაღლი, ჩიტი,სახლი, ფისი,ნახვამდის…).
წიგნებთან რომ ვსვამთ, ვერ ისვენებს, მხოლოდ გადაათვალიერებს და რაღაც რომ წავუკითხო აღარ მისმენს.არ უყვარს სტუმრად წასვლა,ბავშვებთან კარგად ერთობა ეზოში და ჩვენივე სახლში.
მირჩიეთ რა მოვიმოქმედოთ, იქნებ სამკურნალოა? ლოგოპედტან ვიფიქრეთ წაყვანა, მაგრამ ვფიქრობ არ მოუსმენს(უბრალოდ ვერ გააჩერებს). იქნებ თქვენ გვირჩიოთ რაიმე? ქცევის მოწესრიგება როგორ ვცადოთ? წინასწარ დიდი მადლობა


Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>