ვარ 21 წლის, 11 თვის დაოჯახებული. ხშირად მქონდა ციკლი დარღვეული, რამდენიმე თვის გამოტოვებით, რამდენჯერმე 5-6 თვითაც. მივედი გინეკოლოგთან, გადავიღე ექოსკოპია და შედეგი ასეთია: ორივე საკვერცხე მულტიკისტოზურია, მაქსიმალური ფოლიკულების ზომა მარჯვნივ 4-მმ, მარცხნივ 6-მმ. დუგლასის ფოსოში მცირედი გამონაჟონია. ამის შემდეგ გინეკოლოგის რჩევით გავიკეთე ანალიზები: TSH და FT4. ანალიზების პასუხში ყველაფერი ნორმაშია. ამის შემდეგ დამინიშნეს დუფასტონი, რომელიც დაახლოებით 6 თვე უნდა ვსვა, რათა ციკლი დარეგულირდესო. რაც დუფასტონს ვსვამ ციკლი მაქვს. ვამჩნევ თმიანობის მომატებას. მაინტერესებს, ამ სურათით შესაძლებელია თუ არა დაფეხმძიმება. გულითადად გიხდით მადლობას…
↧