Quantcast
Channel: GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

მყესის გაჭრა

$
0
0

გამარჯობა,
2 თვის წინ ფეხზე, წვივის და ტერფის მოსახრელთან დამეცა მინდა და ფეხი გამიჭრა. საკმაოდ ღრმა ჭრილობა ჩანდა. ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში მივედი, ქირურგმა რომ ნახა, მარტივ ჭრილობად შეაფასა, მხოლოდ კანია გაჭრილიო, გაკერა, 4 ნაკერი დაადო ჭრილობას და სახლში გამომიშვა. 1 კვირაში შევატყვე, რომ ჭრილობიდან 7-8 სანტიმეტრის დაშორებით წვივმა შესიება დაიწყო, თუმცა არ მივაქციე ყურადღება. ბოლოს ძალიან უცნაურად, ბურთულასავით გამოიბერა წვივის ის ადგილი, თან პერიოდულად ტკივილებიც გაძლიერდა და ჩამილურჯდა კიდეც. ძალიან რომ შემაწუხა ამ ყველაფერმა ეხო გავიკეთე (ჭრილობის მოხდენიდან უკვე 2,5 თვე იყოს გასული) და … წვივის წინა კუნთის მყესი აღმოჩნდა გაჭრილი, რომელსაც თავის დროზე ქირურგმა არ მიაქცია გაკერვისას ყურადღება, პერიოდულად კუნთი ავიდა ზემოთ და განვითარდა გემატომა. ტერფს ვამოძრავებ, ისე ვერა, როგორც მეორე ფეხის ტერფს, თუმცა სიარულში არ მიშლის ხელს. როგორც ახლა ქირურგები მეუბნებიან, დაგვიანებულია არსებული მყესის გადაბმა მოხდეს და თუ მყესის აღდგენას მოვისურვებ, უნდა სხვა ადგილიდან აიღონ მყესი და გადააკერონ დაზიანებულს. ეს ოპერაცია საკმაოდ რთულიაო და არც მირჩევენ გაკეთებას, რომც არ გაიკეთო, წესით პრობლემა არ შეგექმნებაო და სხვა მყესები იტვირთავენ იმ ფუქციას თავის თავზე, რასაც ეგ ძირითადი მყესი აკეთებდაო. მინდა ოპერაციის გაკეთება/არ გაკეთების საკითხი მყარი და სარწმუნო გარანტიების მიღების შემდეგ გადავწყვიტო. თუ გსმენიათ ასეთი შემთხვევის შესახებ, გთხოვთ მომწეროთ რჩევის სახით როგორ მოვიქცე: გავიკეთო ოპერაცია თუ არა? მადლობა წინასწარ


Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>