გამარჯობათ. საკეისრო კვეთა გავიკეთე 20 დღის წინ. თავიდან ჩამონაშალი ჩვეულებრივ სისხლიანი იყო, შემდეგ თანდათან გაღიავდა და რაოდენობამაც იკლო. ახლა უკვე თითქმის 1 კვირაა მაქვს ძალიან მცირე რაოდენობის, თითქმის უფერო ჩამონაშალი. ექიმის დანიშნულებით 3 დღეა ვიკეთებ ნოშპას და ოქსიტოცინს,მაგრამ ჩამონაშალმა მაინც არ მოიმატა. ისევ მცირე რაოდენობის,ოდნავ სისხლნარევი ჩამონაშალი მაქვს. როგორც ვიცი დენა უნდა გაგრძელდეს 40 დღე და ჩემი მდგომარეობა ნორმალურია და რაიმე ჩარევას არ საჭიროებს?ისევ იგივე რაოდენობის და ისეტივე სისხლიანი ჩამონაშალი უნდა მქონდეს როგორც პირველ დღეებში? იქნებ მირჩიოთ რაიმე. მადლობა წინასწარ პასუხისთვის.
↧