გადავუღე რენტგენი ბავშვს 14 წლისაა-ბიჭი და აქვს ასეთი პასუხი-ხერხემალი პირდაპირ პროექციაში-ოსტეოქონდროზი ჩამკეტავი ფირფიტების C5-Tr-S, მალთაშუა ნაპრალები თანაბარად შევიწროვებული.სუსტად გამოხატულია მარჯვენა მხრივი სქოლიოზი Tr12-S1, დონეზე სპინა ბიფიდა L-5 ! კისრის მალების-გვერდით პროექციაში ასეთი პასუხი აქვს-გასწორებული ფიზიოლოგიური ლორდოზი სუსტად გამოხატული პათოლოგიური კიფოზი ც2-ც5 დონეზე.ოსტეოხონდროზი ჩამკეტავი ფირფიტების ც1-ც7 მალთაშუა ნაპრალი ც3-ც4 ღებულობს ფორმას ორმაგად გამობურცულ ლინზის ფორმას-ვითარდება მალთაშუა თიაქარი შოერმანი-შმორლის. ძვლები ყველა უტკაცუნებს ხელების-ფეხების თითების -ადგომა და ჩაჯდომის დროსაც,კისრისაც.რამდენად საყურადღებოა და რომელ სპესიალისტებს მივმართო-რა ღონისძიებებია სხვა კიდევ ჩასატარებელი და რას ნიშნავს ეს ყოველივე?ძალიან გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე-ასევე ბავშვს აქვს ღამის ენურეზი და ეს ყოველივე რაიმე კავშირშია ერთმანეთთან?
↧