ცოტა ხნის წინ გამოვაგზავნე კითხვა სკლერაზე ლაქების შესახებ,(3 წლის ბავშვს თვალში,თეთრ ფონზე(სკლერაზე) აქვს მონაცრისფრო პატარა ლაქები,რომლებიც თითქოს კაპილარების დაბოლოებაა.ერთ თვალზე აქვს 3 ლაქა,მეორეზე კი ერთი,ტკივილი არ აქვს,მაგრამ მგონი იზრდება).ბავშვი წავიყვანე ოფთალმოლოგთან ,რომელმაც თქვა, რომ ეს არის თვალის “ხალი” და ბავშვის ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს,ისიც თქვა, რომ ასეთივე ლაქები აქვს,ყავისფერ ფონზეც.ექიმმა აიღო ლაქების ზომები და დაგვიბარა 6 თვის შემდეგ,ვნახოთ გაიზრდება თუ არაო.მაინტერესებს არსებობს თუ არა თვალის “ხალი” და რომ გაიზარდოს საშიში ხომ არ არის? ამის შესახებ სად მოვიძიო ინფორმაცია?
↧