გამარჯობათ გმადლობთ რომ არსებობთ! ციკლი მაქვს ანოვულატორული მაგრამ რაღაც გარკვეული დარღვევები არ აღმენიშნება მაგალითად თვეს არ მიგდებს და ასე შემდეგ.თუმცა არეულად კი მომდის მაგ 14 მერე მომდევნო თვეში 16 ან 2 დღით დამასწრებს. მოკლედ გავიკეთე გამოკვლევა პროგესტერონი აღმომაჩნდა ძალიან დაბალი და მაგაზე ვსვამდი აგნუს კასტუსს დექსამეტაზონს და კიდევ რაგაცას მენსტრუაციის მე-16 დღიდან და მხოლოდ 10 დღე.ბაზალური ტემპერატურა მიწევდა ყოველ მე-18 მე20 დღეს,37,1: 37,2 და გრძელდებოდა ასე 12 13 დღე.ციკლი მაქვს 30 დღიანი ამიტომ მითხრეს რომ ტემპერატურამ აუცილებელია მე-16 დღეს აიწიოს.თუმცა როგორც ზემოთ გითხარით ასე გრზელდებოდა მარტამდე. ახლა 2 თვეა აღმოვაჩინე რომ ბაზალური ტემპერატურა 37 გრადუსზე მეტი არ მეწევა თანაც წინა თვეში მხოლოდ მე-20 დღეს მოხდა ეს და გაგრზელდა 2 დღე ამ თვეში 22 დღეს და გაგრზელდა 2 დღე. ოვულაცია მოხდებოდა თუ არა? და რამდენად საშიშია ეს მონაცემები კლიმაქსი ხომ არ მეწყება არადა 33 წლის ვარ და მხოლოდ 3 წელია რაც გავთხოვდი ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევები გაკეტებული მაქვს და ნორმაშია მხოლოდ ეს პროგესტერონი და რაღაც საკვერცხის ჰორმონი მაქვს ზალიან დაბალი. მეშველება რამე? წინასწარ დიდი მადლობა
↧