მოგესალმებით -მყავს 14 წლის ბიჭი და აქვს ღამის ენურეზი-ბევრჯერ ვუმკურნალე ,მაგრამ უშედეგოდ.შინაგანი დარღვევები არაქვს-მყავს გამოკვლეული.დაახლოებით 5 წლიდან რა თქმა უნდა ეტაპობრივად აქვს მიღებული ეს პრეპარატები-მეცეტამი,ნოოტროპილი,კალიი ოროდატი,დრიპტანი,მელიპრამინი,იოდბალანსი,თევზის ქონი,რეიტოილი,ბ -ჯგუფის ვიტამინები, დესმოპრესინის წვეთები, კანეფროლი,ელეუთეროკოკი,ასევე მიღებული აქვს სხვადასხვა ბალახეულობა- ვახმარე ღამის მაღვიძარა-ალარმი,მაგრამ უშედეგოდ-ზოგჯერ 3 დღე ყოფილა,რომ არ ჩაუსველებია,აქვს ძალიან ღრმა ძილი-ვერაფრით ვერ იღვიძებს და სველში წევს-ვერც გებულობს.უკვე 1 წელია აღარ ვმკურნალობთ-პედიატრმა თქვა თავისით გაუვლისო-მაგრამ,რომ არ გაუაროს?მყავდა ფსიქოლოგთან და ტესტირებამ აჩვენა,რომ აქვს შფოთვითი დარღვევვები,ინტელეკტი კარგიაქვსო.ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე? ბავშვი არის ჯიუტი,აზრიანი,მაგრამ ზარმაცი და ნელი..ბავშვი თვითონ არ ინდომებს,რომ გაუმკლავდეს ამ პრობლემას მე ყველანაირად მხარში ვუდგავარ-არ ვეუბნები და არ ვსაყვედურობ-არაფერს,მაგრამ მარტო ჩემი მონდომებით არაფერი გამოდის!წავიკითხე ბევრი ინფორმაცია და ეხლა მინდა,რომ გადავუღო რენტგენი SPINA BIFIDA ,რომ გამოვრიცხო-ხერხემლის წელის და გავა ძვლის დონეზე-როგორ თვლით ხომ არ მიიღებს ბავშვი ამ შემთხვევაში დიდ დასხივებას ან მომცემს თუ არა ეს სასარგებლო ინფორმაციას?ვიცი,რომ უკეთესია,რომ გაკეთდეს-ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსური კვლევა გავა-წელის სეგმენტზე ფოკუსირებით, თუ რენტგენიც საკმარისია და აჩვენებს თუ რაიმე სახის დარღვევაა?.ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი და რჩევა.
↧