მოგესალმებით, მეუღლესთან ურთიერთობა მქონდა ოვულაციის დღეებში, მაქვს 30 დღიანი ციკლი, მენსტრუაცია უნდა მომსვლოდა 28 აპრილს და გადამიცდა. გადაცდენიდან 4 დღის მერე გავიკეთე დილით ტესტი, დადებითი აჩვენა, მეორე დილითაც გავიკეთე სხვა ფირმის ტესტები 2-2ჯერ და დადებითი იყო ყველა. ორივე ხაზი ერთდროულად იმ წუთასვე ჩნდებოდა რამდენიმე წამში. მკდერდის შესიება და ძლიერი ტკივილი უკვე 2 კვირაა მაქვს მაგრამ ეს ბოლო 3 დღეა იკლებს ტკივილი და დღეს უკვე საერთოდ აღარც მტკივა, აი ეს მაეჭვებს რომ ნამდვილად არის თუ არა ორსულობა, მაშინ მკერდის ტკივილი არ უნდა შეწყვეტილიყო, ასე მგონია. 1 კვირაა პერიოდულად წამომივლის ხოლმე მენსტრუაციის მსგავსი ტკივილი დღეში ერთხელ მაგრამ გადამივლის რამდენიმე წუთში. შეიძლება თუ არა ვიყო ნამდვილად ორსულად ?
↧