Quantcast
Channel: GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

ფსიქოლოგია

$
0
0

გამარჯობათ,ვარ 20 წლის გოგონა.მე-3-ე კურსელი.ძალიან მინდა გავერკვე გრძნობებში,მყავს შეყვარებული თითქმის 5წელია,ეჭვიანია,ხშირად ვჩხუბობდით მაგრამ ხშირად ძალიან ბედნიერად ვგრძნობდით ერთად თავს.ახლა კი დავიწყე მუშაობა და ჩემი კოლეგა მამაკაცია,რაც ძალიან აღიზიანებს ჩემს შეყვარებულს და ამიტომ ან მეწყვილის შეცვლა მომტხოვა მდედრობითი სქესის წარრმომადგენლით ან სამუშაოზე თავის დანებება.თუ არადა იგი ამბობს,რომ უნდა დავშორდეტ არ ვიცი რა ვქნა,მეწყვილის შეცვლა ჩემზე არაა დამოკიდებული.ეს სამუშაო ჩემთვის ძალიან ძვირფასია არა მარტო ფინანსურად არამედ ინტერესისი თვალსაზრისითაც.ეს სამსახური ჩემს მომავალ პროფესიასთან ახლოსაა და ვცდილობ აქედანვე გავიუმჯობესო მომავალი წარმატების შანსები.არ მინდა მისი მოტყუება თითქოს მეწყვილე შევცვალე.მართალია ჩემი შეყვარებული სხვა ქალაქში ცხოვრობს მაგრამ ალბათ სიმართლეს მაინც გაიგებს თან სულ ასე ხო არ უნდა ვმალავდე ყველაფერს.ახლა 2 კვირა ვთხოვე დრო ყველაფერზე დასაფიქრებლად.ვიცი რომ განიცდის რომ თავად შორს არის და ამ დროს ეშინია სხვას არ გავხედო და მივეჩვიო,მაგრამ იქნებ ეს მისი ეგოიზმის ბრალია და მთელი ცხოვრება დამტანჯავს ამით.ისე დავიბენი გადავიღალე და იმიტო გამიცივდა გრძნობა თუ სინამდვილეში არ მიყვარ არ ვიცი.ჩემს თავში და გრძნობებში ვერ ვერკვვი.და ვერც იმაში მასთან ცხოვრებით ვიქნები თუ არა ბედნიერი.არადა როცა ჩამოდის ჩემს სანახავად საკმაოდ კარგად ვართ ერთად.თუ კი დამეხმარებით რამით ან რაიმე მიმართულებას მიმცემთ რაც დამეხმაება ძალიან მადლობელი ვიქნები.მოთმინებით ველოდები თქვენს პასუხს.წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.


Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>