Quantcast
Channel: GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

კომლექსი

$
0
0

მოგესალმებით,
მყავს 4 წლის შვილი, ძალიან მორიდებულია. დაბადების დღეებზე თამაშებში არ ერთვება, მხოლოდ სასრიალოებზე ერთობა. დამყავს საბავშვო ბაღში, თავიდან ძალიან მორიდებული იყო,ძალიან ხმადაბლა ლაპარაკობდა, იმდენად ხმადაბლა რომ მასწავლებელს ფაქტურად არ ესმოდა, (როცა სახლში ჩვეულებრივად ლაპარაკობს, ზოგჯერ ხმამაღლაც კი). საახალწლო ზეიმი ქონდათ ბაღში, მასწავლებელი მეუბნებოდა ხმამაღლა არ ამბობს ლექსებსო, თუმცა ზეიმზე გაგვაოცა ლექსი ხმამაღლა ყოველგვარი მორიდების გარეშე მოყვა.მასწავლებლები მეუბნებიან გათამამდა და გაცელქდაო მაგრამ მე ვერ ვამჩნევ. დაგავწყვიტე მეტარებინა ბასტი-ბუბუზე კომპლექსები რომ დაეძლია, ჯერ მხოლოდ 2 გაკვეთილი ქონდათ მაგრამ ცეკვის გაკვეთილზე არ ცეკვავს, სიმღერაზე ცდილობს რომ იმღეროს. ვუთხარი თუ არ მოგწონს არ გატარებთქო მაგრამ არ უნდა თავის დანებება აშკარად მოსწონს. ეზოს ბავშვებთანაც კი მორიდებულია, ფაქტიურად ერთად გაიზარდნენ, ისინი როგორც 2 წლით უფროსები სულ ეფერებიან და კოცნიან ამასაც ძალინ უყვარს მაგრამ 2 სიტყვას თუ გადააბამს.გარეთ ყველას წყნარი და მშვიდი გონია, რეალურად სახლში ცელქობს და ჩვეულებრივად როგორც ყველა ბავშვი ისე იქცევა. ვინაიდან მე ვმუშაობ 4 თვიდან ბებოს გაზრდილია, ძალიან კარგი ბებია ყავს, სულ ეფერება, ათამამებს და ყველაფერს უსრულებს რასაც თხოვს.ღარ ვიცი როგორ მოვქცე, როგორ დავაძლევინო ეს კომპლექსები, იქნებ მირჩიოთ რამე, ვისთან მივიყვანო და რა გავაკეთო. წინასწარ გიხდით მადლობას ყირადღებისთვის


Viewing all articles
Browse latest Browse all 8767

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>